“დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ” – ირაკლი ღარიბაშვილი 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

​გარწმუნებთ, რომ პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს” – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

​მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალიდან საზოგადოებრივ საავადმყოფოში გადაყვანა არ მოხდება.

„მინდა მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის, თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკი? – არ შეიძლება! ასეთი აგრესია, ასეთი სიძულვილი 30 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ. როგორ შეიძლება ასე რომ ვსაუბრობთ. თქვენთვის, ხალხისთვისაა ცუდი და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ. გუშინ იუსტიციის მინისტრმა გაავრცელა მასალა, ვაჩვენეთ საზოგადოებას, თქვენც, ყველას თუ რა პირობებია მოწყობილი ციხის საავადმყოფოში. იქ არის მოწყობილი ყველანაირი პირობა, რაც არ იყო ისიც დაამატეს. ყველა საჭირო აპარატურაა ადგილზე მობილიზებული და რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, სრულ მობილიზებას გავუკეთებთ. ექიმების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. გარწმუნებთ, რომ პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა

You may also like

Leave a Comment