დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს თქმით, გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო ამაზე საკორდინაციო საბჭო იმსჯელებს.
„გვეუბნებიან, რატომ არ ხდით ვაქცინას სავალდებულოს. განსაკუთრებით მასწავლებლები გვეუბნებიან, რომ თუ სავალდებულო გახდება, აიცრებიან. მოგეხსენებათ, ეს საკითხი შემდგომში განიხილება. პრემიერი იღებს გადაწყვეტილებას, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა. ზოგადად, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მარტივი არ არის, მოგეხსენებათ, ეს ბევრმა ქვეყანამ ვერ განახორციელა. ზოგმა კი, თუმცა, ბევრმა ვერა. ზოგი ფიქრობს, რომ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებებთან და ასე შემდეგ. რთული საკითხია გადასაწყვეტად, ვფიქრობ, რამდენიმე განხილვის საგანი გახდება“, – აღნიშნავს გამყრელიძე.
გუშინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი, არ დაუშვებს ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.