„სრული მარაზმია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს” – გიგი უგულავა

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“როდესაც ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის და ასეთია დღეს ქართული ოცნება” – ამის შესახებ ფოთი მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განცხადა, რითაც მმართველი პარტიის მიერ 27 ოქტომბერს აქციის დაანონსებას უპასუხა.

​მისი თქმით, მეორე ტურის წინ საარჩევნო კამპანიაში “ქართული ოცნება” “გონიერების მიღმაა გასული”.

„სრული მარაზმია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს, ეს არის მარაზმს მიღმა. ამაზე დიდი მარაზმი არის მხოლოდ ის, როდესაც ხელისუფლება პატიმარს უწყობს აქციას გადადგომის მოთხოვნით, ეს თუ შეედრება თავისი აბსურდულობით. „ქართული ოცნება“ მეორე ტურში არის მთლიანად გონიერების მიღმა გასული. ჩვენ ვხედავთ უკიდურესად უზრდელ და სახიფათო პრემიერმინისტრს, რომელიც ჩემთვის კომიკურია, მაგრამ თავისი განცხადებებით ახალისებს იმ ადამიანებს, რომლებიც ცოცხებით დარბიან და რომლებიც აქაც ჩამოიყვანეს. დეპუტატმა ბატონმა იზორიამ, რომელიც პროფესიით მოკრივეა, ჩამოიყვანა სხვა ქალაქებიდან თავისი კოლეგა მოკრივეები, არა მგონია წინასაარჩევნოდ კრივში სავარჯიშოდ. ეს ყველაფერი არის გახრწნის ნიშანი. მარტივი ჭეშმარიტება არსებობს, როდესაც ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის და ასეთია დღეს „ქართული ოცნება“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

You may also like

Leave a Comment