საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 847 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 643 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 204 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 694 182-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 4 650 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 635 611-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 788 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში 1 877 ადამიანი აიცრა, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა 1 950 693 აცრა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 704 შემთხვევა, აჭარა – 93, იმერეთი – 438, ქვემო ქართლი – 130, შიდა ქართლი – 84, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 129, კახეთი – 253, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 757 საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 362, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 263.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 549 პირი, მათ შორის, თბილისში – 570, აჭარაში – 132, იმერეთში – 480. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 პირი, მათგან თბილისში – 173, აჭარაში – 34, იმერეთში – 33.
1 022 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 595 – თბილისში, 222 – აჭარაში.
41 569 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 3.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 24 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 265 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 329 ადამიანი.