შესაძლოა, მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რეანომობილმა ვერ მიუსწროს – სააკაშვილის ექიმი

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“შიმშილობის გამო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა ისე დამძიმდეს, რეანომობილმა ვერ მიუსწროს ” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ეკატერინე მხეიძემ განაცხადა.

“არ არის მიღებული პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ საჯაროდ საუბარი, მაგრამ როცა ასეთი ექსტრემალური და ძალიან, ძალიან საშიში მდგომარეობაა, ჩემს თავს მივცემ უფლებას, ვილაპარაკო.

მას ჰქონდა თანდაყოლილი დაავადებები, რომლებიც შეიძლება დაავადებად არც ჩაითვალოს, თუ ადამიანი ნორმალურად იკვებება, თანდაყოლილი პათოლოგიები, რომლებიც ნორმალურ პირობებში არ წარმოადგენს საშიშროებას. მაგრამ 26-დღიანი შიმშილობის შემდეგ ქმნის ძალიან დიდ რისკს”. – განაცხადა მხეიძემ.

​ის ციხის ადმინისტრაციასა და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს მიიღონ შესაბამისი ზომები.

“კატეგორიულად მოვუწოდებ ციხის ადმინისტრაციას, ჯანდაცვის სამინისტროს – მიიღეთ ეს, როგორც საგანგაშო გაფრთხილება, რომ ბატონი მიხეილი ასეთ მდგომარეობაში უკვე უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ” – არნიშნა მხეიძემ.

You may also like

Leave a Comment