საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 090 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 647 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 443 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 698 944-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 953 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 639 564.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირებული 43 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 831 პირი ემსხვერპლა.
უკანასკნელ დღე-ღამეში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 927 ადამიანი აიცრა, ხოლო ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა 1 955 943 აცრა.