ირაკლი ღარიბაშვილი – ტერიტორიების 20% ოკუპირებულია სააკაშვილის გაუაზრებელ თუ მოღალატოებრივი პოლიტიკის შედეგად

by გიორგი დემეტრაშვილი
0 comment

“ტერიტორიების 20% ოკუპირებულია სააკაშვილის გაუაზრებელ თუ მოღალატოებრივი პოლიტიკის შედეგად” – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღარ მოხდეს შეცდომების გამეორება.

“აღარავის უნდა მხოლოდ წარსულზე საუბარი, რადგან მომავალში უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. საქართველოსა და ჩვენი ხალხის წინაშე მრავალი პრობლემა და გამოწვევაა. ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია. ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორზეც დემოკრატიაა. ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე.

დიახ, ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

You may also like

Leave a Comment