კახა კალაძე – 30-ში ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას

by გიორგი დემეტრაშვილი
0 comment

“ამ არჩევნების მეორე ტურმა ყველას უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი – მშვიდობისმოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე სიტყვის გამოსვლისას.

კალაძის თქმით, 30 ოქტომბერს “ქართული ოცნების” გამარჯვება კარს გაუხსნის ქვეყნის მომავალს, კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში, რომელთაც რეალურად ადარდებს ამ ქვეყნის ბედი.

“ამ არჩევნების მეორე ტურმა ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველას უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი – მშვიდობისმოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი. სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში.

30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გავუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გავუხსნათ, კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში; კარი გავუხნათ ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს და პარტიას, რომელსაც რეალურად ადარდებს ამ ქვეყნის ბედი, რომელსაც შეუძლია საკუთარი სიტყვით და საქმით შექმნას ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური დღის წესრიგი.” – განაცხადა კალაძემ.

You may also like

Leave a Comment