რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ლოპანის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.

აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.  უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს.

“რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად” – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

You may also like

Leave a Comment