203
არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 1830 საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა.
ცესკოს ინფორმაციით, 17:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 39.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 825 129 ამომრჩეველია. თბილისში საარჩევნო უბნებზე 387 771 ამომრჩეველი მივიდა, რაც 38,7%-ს შეადგენს.