ბოკერია-ხმა მივეცი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

by მარიამ მებონია
0 comment

„დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ დავაახლოვოთ ვადამდელი არჩევნების ამოცანა, თუ ჩვენი სამოქალაქო ძალა გამოვიყენეთ ყველა მოქალაქემ, ვისაც გვსურს, რომ ამ ქვეყნის კატასტროფული კურსი შეტრიალდეს” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილება, მომავალი ხელისფლებისთვისაც იქნება გზავნილი, რომ როდესაც ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ, ხალხი დაგსჯის არჩევნებზე.

“თუ დღეს ამ შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან, უფრო გაიზრდება ის საფრთხე, რომელიც წლებია ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა ჩვენი საერთო მომავლისთვის. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვაჩვენოთ ძალა ამ რეჟიმს და ამ ძალიან სახიფათო რეჟიმთან ერთად, ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებასაც, რომ როცა ასე ექცევი ქვეყნის დამოუკიდებლობას, უტიფრად ეუბნები მოქალაქეებს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ, ისინი დაგსჯიან არჩევნებზე. ეს შესაძლებლობა გვაქვს დღეს და მე ეს შესაძლებლობა გამოვიყენე და ხმა მივეცი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

You may also like

Leave a Comment