126
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირება“ – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბოტკოველმა ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ზიზღსა და ბოროტებაზე აგებული ცხოვრება უნდა დასრულდეს.
„ თითოეული ადამიანის გადაწყვეტილება უნდა იყოს სწორედ იქეთ მიმართული, რომ მივცეთ ხმა ამ ქვეყანაში ცვლილებებს და მივცეთ ხმა იმ ცვლილებებს, რომელიც უკეთეს მუნიციპალიტეტებს შექმნის და ქვეყანაში რეალურ ცხოვრებას დასახავს, რომელიც არ იქნება აგებული ზიზღზე, ბოროტებაზე, დაპირისპირებაზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირება“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.