თეა წულუკიანი – სახლში დარჩენის დრო არ არის, „ნაციონალური მოძრაობა“ არსად არ უნდა დაბრუნდეს

by გიორგი დემეტრაშვილი
0 comment

“ერთ მხარეს არის საქმე, პროგრესი და პერსპექტივა, სტაბილურობა, სიმშვიდე და მეორე მხარეს არის არეულობისა და სისხლისღვრის გეგმები. მინდა, ყველას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ვუთხრა, რომ დღეს არ არის სახლში დარჩენის დრო, „ნაციონალური მოძრაობა“ არსად არ უნდა დაბრუნდეს” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს.

“გავაკეთე არჩევანი. ყველას მინდა, მოვუწოდო დღეს უპრეცედენტო მობილიზებისკენ, განსაკუთრებით ჩვენს ამომრჩეველს. მიუხედავად ბევრი სირთულისა „ქართული ოცნება“ აკეთებს ძალიან ბევრ საქმეს. ამიტომ, ერთ მხარეს არის საქმე, პროგრესი და პერსპექტივა, სტაბილურობა, სიმშვიდე და მეორე მხარეს არის არეულობისა და სისხლისღვრის გეგმები. მინდა, ყველას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ვუთხრა, რომ დღეს არ არის სახლში დარჩენის დრო, „ნაციონალური მოძრაობა“ არსად არ უნდა დაბრუნდეს.” – განაცხადა წულუკიანმა.

 

You may also like

Leave a Comment