ელენე ხოშტარია -“თუ ყველა მივა არჩევნებზე არანაირი გაყალბება ქართულ ოცნებას არ უშველის“

by ნინო გიგიშვილი
0 comment

„ ეს არის არჩევნები, რომელსაც რადიკალურად შეუძლია შემოატრიალოს სიტუაცია. შემოატრიალოს არა ვინმეს გასარიყად, პირიქით – საერთო ეროვნული თანხმობისთვის, შერიგებისთვის, ერთიანობისთვის, სამართლიანობისთვის, ადამიანის ღირსებისთვის და განსხვავებული ხალხის მშვიდობიანად თანაცხოვრებისთვის – ეს არის ყველაზე მთავარი და ამ ყველაფერს პასუხობს და ამის გარანტი არის ის კოალიცია, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას” – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა, კოალიციური ოპოზიიციის თბილისის მერის მოადგილის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი აქტივობა მაღალი იქნება, “ქართულ ოცნებას” გაყალბება ვერ უშველის.

“ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების სამწუხაროდ ისტერიკას. ახლა აღმოჩენილი იყო პირადობის მოწმობები, რომელიც არის გაყალბების ერთ-ერთი სქემა. ჩვენ ამაზე  არაერთხელ გვისაუბრია, რომელიც არის კარუსელისთვის დამზადებული, რომელიც არის სისტემური დანაშაული იმიტომ, რომ იუსტიციის გარეშე ეს არ გამოდის, მაგრამ ყველას ვარწმუნებ, თუ ჩვენი მოქალაქეები იაქტიუებენ და ჩვენ ვხედავთ თბილისში ნამდვილად  აქტიურობას, თუ ყველა მივა არჩევნებზე არანაირი გაყალბება ქართულ ოცნებას არ უშველის“ – განაცხადა ხოშტარიამ.

You may also like

Leave a Comment