ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 30 დღეა შიმშილობს, სწორედ დღეს აპირებს „ცუდად გახდომას“.
მისი თქმით, ამით სააკაშვილს თავის მხადამჭერებში ემოციების აღძვრა სურს.
“რაც შეეხება სააკაშვილს და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად, აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას. თუმცა ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერანაირი წარმატება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების თქით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უფრო მძიმდება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სააკაშვილის გადაყვანა მხოლოდ მე-18 პენიტენციურ სამედიცინო ცენტრშია შესაძლებელი, ადვოკატები კი ამბობენ, რომ გლდანის ციხეში მოშიმშილე ადამიანის სამკურნალოდ შესაბამისი პირობები არ არსებობს.
საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ისინი უსაფრთხოების დაცვას ვერ შეძლებენ.