„ამ ადგილიდან ვიწყებ არჩევნების მეორე ტურის დაკვირვებას, რომლითაც 2021წლის არჩევნების ციკლი სრულდება. დღეს არჩევნების დღეა და არაა დრო პოლიტიკაზე საუბრის, ახლა დროა ხალხმა თავად შექმნას პოლიტიკა. მოვუწოდებ ბევრ ამომრჩეველს, რომ გამოვიდნენ და საკუთარი ხმა დააფიქსირონ” – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა, კარლ ჰარცერმა 23-ე სკოლიში გახსნილ საარჩევნო უბანთან განცხადება.
“არჩევნები, არა უმრავლესობის ნებით, არამედ იმ ადამიანებით განისაზღვრება, ვინც საარჩევნო უბანზე გამოცხადდება. იმედი მაქვს რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მოვა და გამოიყენებს შესაძლებლობას. იმედი მაქვს, რომ ამომრჩევლებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების საშუალება ექნებათ მშვიდ და წყნარ გარემოში, ასევე მედიის წარმომადგენლებიც თავისი მოვალეობის შესრულებას ანალოგიურ გარემოში შეძლებენ. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც არჩევნებისთვის მუშაობს, მათ გვიანობამდე მოუწევთ მუშაობა. ვუსურვებ გამძლეობას და გამბედაობას. ევროკავშირი წლებია აკვირდება საქართველოში არჩევნებს, მათ შორის ადგილობრივს იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს.
ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სარჩევნო პროცესი იყოს სოლიდური და სანდო. ჩემს საბოლოო შეფასებას ეუთო/ოდირის განცხადების შემდეგ მოისმენთ. ძალიან ვწუხვარ, რომ მეორე ტურის დროსაც ასეთი მზარდი, პოლარიზებული გარემოა და მწვავეა რიტორიკა. მნიშვნელობა არა აქვს, როგორი იქნება შედეგები, როგორც არჩევნებამდე, არჩევნების პროცესში და მის შემდეგაც აუცილებელია დამაკავშირებელი ხიდების შექმნა, იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს.“-განაცხადა კარლ ჰარცელმა