214
“ხმა მივეცი განვითარებას. იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში” – ამის შესახებ ახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მან ხმა კახა კალაძეს მისცა, რადგან დედაქალაქში გაგრძელდეს ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დაწყებულია 2017 წლიდან.
“ხმა მივეცი განვითარებას. იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე, რათა ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დაწყებული გვაქვს 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს.” – განაცხადა კალაძემ.