ნათია იოსელიანი- საარჩევნო უბანზე ეგზიტპოლის ჩატარება კანონით აკრძალულია, მოვუწოდებთ კვლევით კომპანიებს, რომ გააფრთხილონ საკუთარი წარმომადგენლები

by მარიამ მებონია
0 comment

საარჩევნო უბანზე ეგზიტპოლის ჩატარება კანონით აკრძალულია, მოვუწოდებთ კვლევით კომპანიებს, რომ გააფრთხილონ საკუთარი წარმომადგენლები – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა,  ნათია იოსელიანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მან არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს ასევე მოუწოდა, ხელი შეუწყოს მშივიდი ვითარების შენარჩუნებას.

„როგორც ცნობილია, არჩევნების მეორე ტურზე, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას რამდენიმე კვლევითი კომპანია აწარმოებს. ამ ტიპის გამოკითხვები ყოველ არჩევნებზე ხორციელდება და კვლევით კომპანიებს აქვთ სრული თავისუფლება, საარჩევნო უბნის გარეთ გაესაუბრონ მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში კანონით აკრძალული და დაუშვებელია ეგზიტპოლის ჩატარება. მოვუწოდებთ კვლევით კომპანიებს, რომ გააფრთხილონ საკუთარი წარმომადგენლები აღნიშნულის თაობაზე და დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას“. – განაცხადა იოსელიანმა.

You may also like

Leave a Comment