ცესკო – 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17,18%-ია

by მარიამ მებონია
0 comment

12:00  საათისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა 17, 18%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა.

როგორც საინფორმაციო ბრიფინგზე, პრესპიკერმა ნათია იოსელმა აღნიშნა, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში-24,6%, ყველაზე დაბალი კი მცხეთა-მთიანეთში -13,2 %.

თბილისში აქტივობა 16, 5%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში თვითმმართველობის არჩვნების მეორე ტური იმართება.მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერს აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი საკრებულოს 42 მაჟორიტარ წევრს.

You may also like

Leave a Comment