ცესკო- 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39,5%-ია

by მარიამ მებონია
0 comment

ცესკოს ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 39, 5%-ს შეადგენს, რაც 825 129 ადამიანს უდრის. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პრესპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 38, 7 %-ია.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში თვითმმართველობის არჩვნების მეორე ტური იმართება.მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერს აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი საკრებულოს 42 მაჟორიტარ წევრს.

 

You may also like

Leave a Comment