ვერაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს

by ვაჩე ხრიკული
0 comment

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე გვიან ღამით  ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. როგორც სააგენტო  “ინტერპრესნიუსთან” საუბარში ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, უცხოელი ახალგაზრდა ქალი ორი კვირის ჩამოსული იყო საქართველოში და მასაჟის სალონში აპირებდა მუშაობის დაწყებას, მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს კი მომსახურებაზე უარი უთხრა.

“თავიდან მოვიდნენ სამნი და წავიდნენ, შემდეგ ერთი დაბრუნდა. როგორც ვიცით, რაღაც მომსახურებაზე უთხრეს უარი და მერე დაბრუნდა ცივი იარაღით” – განაცხადა თვითმხილველმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.

You may also like

Leave a Comment