“თუკი გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) შეძლებს განმარტოს როგორ მოაგვარებს 6 მილიარდი აშშ დოლარი მსოფლიოში შიმშილის პრობლემას, მზად ვარ ახლავე გავყიდო შესაბამისი მოცულობის ტესლას აქციები და დავეხმარო”- განაცხადა საკუთარ ტვიტერის ანგარიშზე ილონ მასკმა. იგი გამოეხმაურა აღნიშნული პროგრამის დირექტორის, დევიდ ბაზლის ნათქვამს, რომ მასკის ქონების სულ რაღაც 2%-ის კი საკმარისი იქნებოდა მსოფლიო შიმშილის პრობლემის გადასაჭრელად.
“ამასთანავე ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე, რათა ხალხმა დაინახოს რას მოხმარდება თანხები.” – დაამატა მასკმა საკუთარ განცხადებას.
ბიზნესმენის ქონება “Forbes”-ის მონაცემებით ამჟმად 292 მილიარდ დოლარს შეადგენს და შესაძლოა ახლო მომავალში 300 მილიარდს გადააჭარბოს.
If WFP can describe on this Twitter thread exactly how $6B will solve world hunger, I will sell Tesla stock right now and do it.
— Elon Musk (@elonmusk) October 31, 2021