„ქართულმა ოცნებამ 3-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით რეკლამაში 1 196 044 ლარი დახარჯა, ნაციონალურმა მოძრაობამ –  676 213 ლარი

by oninfo.ge
0 comment

პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, 3-26 ოქტომბრის პერიოდში ფულადი შემოსავლის სახით  2 035 605 ლარი მიიღო. მათ შორის, ფიზიკური პირების შემოწირულობა  1 606 970 ლარი გახლდათ, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსება -428 335 ლარი.

რაც შეეხება ხარჯებს, ამავე საანგარიშო პერიოდში, ქართულმა ოცნებამ რეკლამაში 1 196 044 ლარი დახარჯა.  აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე დიდი თანხა –  497 060 ლარი – პარტიამ გარე რეკლამაში გადაიხადა. 343 892 ლარი დაიხარჯა ინტერნეტრეკლამისთვის, სატელევიზიო რეკლამის ხარჯმა 19836 ლარი შეადგინა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯების ბიუჯეტი 335 256 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიამ ფულადი შემოსავლის სახით 815 651 ლარი მიიღო (ფიზიკური პირები – 632 047 ლარი, საბიუჯეტო დაფინანსება – 185 502 ლარი).

ამავე საანგარიშო პერიოდში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამაში 676 213 ლარი დახარჯა:

ინტერნეტრეკლამა – 233 878 ლარი

სატელევიზიო რეკლამა – 219 709 ლარი

სხვა სარეკლამო ხარჯები – 221 525 ლარი

ბრენდირებული აქსესუარები – 1100 ლარი

პარტიას დეკლარაციაში არ აქვს მითითებული გარე რეკლამის ხარჯი, თუმცა აღნიშნულია  200 851 ლარი, რაც პარტიამ სხვა სარეკლამო მომსახურებისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

პარტიას 54 265 ლარი აქვს დახარჯული ასევე სესიებში, კონფერენციებში, ყრილობებში, სემინარებსა და სხვა სამუშაო შეხვედრების მოწყობისთვის.

You may also like

Leave a Comment