“მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე “-მიხეილ სააკაშვილი

by დიანა ჩირგაძე
0 comment

“ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში წერია,  რომელიც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.

სააკაშვილი მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რაც მეტად გამოვლენ ქუჩაში და გამართავენ საპროტესტო აქციებს, დასავლეთი მეტად დაუჭერს მათ მხარს.

“დასავლეთმა აბსოლუტურად ზუსტად დააფიქსირა საარჩევნო დარღვევები და ახლა მით მეტად დაგვიჭერს მხარს, რაც მეტნი და მეტად გამოვალთ ქუჩაში. აკი, თქვა ეუთოს დამკვირვებლების ხელმძღვანელმა, ჩვენ ყველაფერი ვთქვით და ახლა დანარჩენი ქართველ ხალხზეაო”,- ნათქვამია ექსპრეზიდენტის წერილში.

მისივე თქმით, საჭიროა საზოგადოებრივი ერთიანობა და ბრძოლის გაგრძელება.

“ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა. თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობასა და დაუღალაობაშია“, – აღნიშნულია წერილში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი,  33 დღეა ციხეში იმყოფება და აგრძელებს შიმშილობას.

You may also like

Leave a Comment