სამნიძე: არ ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომლებიც მანდატების დატოვებაზე საუბრობენ, რადგან ბრძოლის მოედნიდან გასვლის დრო არ არის

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“სამწუხაროდ, ქვეყანა ორად გახლეჩილია და აქ, პარლამენტში, რაც ხდება, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა” – ამის შესხებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ​ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების ნაცვლად, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრები ერთმანეთზე დავდასხმით არიან დაკავებულნი.

“სოციალური პრობლემები, უმუშევრობა უნდა მოვაგვაროთო, უნდა დავიწყოთ მუშაობაო, 9 წელზე მეტია, ამაზე თითქოს მუშაობთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ფუნდამენტური ძვრები, მნიშვნელოვანი დემოკრატიული წინსვლა რომ იყოს ქვეყანაში, ამისთვის მარტო უმრავლესობა კი არ უნდა ლაპარაკობდეს, უმრავლესობა და ოპოზიცია აქ, ამ საპარლამენტო დარბაზში უნდა მსჯელობდეს პოლიტიკურ საკითხებზე და არ უნდა ესხმოდეს თავს ერთმანეთს“ – განაცახადა სამნიძემ.

მან ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროტესტის ამგვარ ფორმას არ ეთანხმება.

:არ ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომლებიც მანდატების დატოვებაზე, ბოიკოტზე საუბრობენ, რადგან გვერდზე გადგომის და ბრძოლის მოედნიდან გასვლის დრო არ არის. ძალიან რთულია აქ ყოფნა, რადგან ზუსტად ვიცი, რა იარლიყებსაც მიაკერებენ ყველა ადამიანს, ვინც აქეთ მხარეს ზის და წარმოადგენს ოპოზიციას, რადგან ამ ქვეყანაში რადიკალიზმი ჰყვავის, იარლიყების მიწებება ჰყვავის, ჰყვავის ყველაფერი, რაც უკავშირდება ზიზღს. პოლარიზება ასე კი არ დამთავრდება, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, პოლარიზება დამთავრდება მართლა თანამშრომლობით, დიალოგით. პოლიტიკური შურისძიებით კი არ უნდა იყოთ დაკავებული, ისე გადადგათ ნაბიჯები, რომ არავის ეჭვი არ გაუჩნდეს.

კარგი, ოპოზიციის სიტყვები არ გაინტერესებთ, საერთაშორისო პარტნიორებს ხომ ეჭვი ეპარებათ, რომ ყველაფერი ისე არ არის. მართლმსაჯულება რომ არ არის დამოუკიდებელი, ამაზე ხომ არავინ დავობს. რა ხდება და რა არ ხდება, თქვენ რატომ უნდა დაგიჯეროს ერთმა ან მეორე მხარემ. ობიექტურად რა ხდება, ხომ არავინ იცის” – განაცხადა სამნიძემ.

You may also like

Leave a Comment