ნიკა მელია – მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო ბრძოლაში, თუ მანდატის გარეშე, უმნიშვნელოა

by დიანა ჩირგაძე
0 comment

პარლამენტის წევრები დატოვებენ თუ არა მანდატს დღეს, ხვალ თუ ზეგ. ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა ახლა”.  – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო მანდატი ამ ეტაპზე ფორმალობაა და მთავარია, საერთო მიზნისთვის ბრძოლა.

“ჩემთვის უმნიშვნელოა, მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო მღელვარებასა და ბრძოლაში, თუ მანდატის გარეშე, მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა, ხომ?! ამაზე არ ვსაუბრობთ, უმნიშვნელოა. ფორმალურად ჯერ კიდევ უდევს მანდატი ვინმეს ჯიბეში, თუ არ უდევს, რა მნიშვნელობა აქვს“. – განაცხადა მელიამ. 

სადეპუტატო მანდატების დატოვებისკენ და ქუჩაში აქციების გამოსვლისკენ მხადამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა 30 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოუწოდა.

ამ დროისთვის სადეპუტატო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადება გააკეთეს  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა: ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. ასევე,  „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

You may also like

Leave a Comment