აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა “Pfizer”-ის ვაქცინის​ 5-11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა​

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

​ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა “pfizer”-ის ვაქცინის 5-11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა.

ამ ასაკობრივი ჯგუფში ვაქცინაციის დაწყება აშშ-ში მომდევნო კვირიდან იგეგმება.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის როშელ ვალენსკის განცხადებით, კვლევებმა ცხადყო, რომ ვაქცინა ამ ასაკობრივი ჯგუფისთვისაც უსაფრთხოა, ასევე მისივე თქმით, მშობლების მხრიდან არის დიდი მოთხოვნა ბავშვთა ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო პერიოდში ბავშთა შორის კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა იმატა. ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რაც ძირითადად ე.წ. “დელტა” შტამთან არის დაკავშირებული.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ცოტა ხნის წინ გამოაქყევნა კვლევა, რომლის მიხედვითაც “pfizer”-ის ვაქცინა კორონავირუსის “დელტა” შტამზეც ეფექტურია.

You may also like

Leave a Comment