192
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეს ზუგდიდში აქციას გამართავს.
შეკრება 20:00 საათზე პარტიის ოფისთან არის დაანონსებული. აქციის მონაწილეების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
დღევანდელი აქცია ნაწილია იმ აქციათა ციკლის, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაანონსა. მისი თქმით, პერმანენტული საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მიაღწევენ და მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.
დღესვე 18:00 საათზე აქცია დაანონსებულია რუსთავი #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის.
მომდევნო აქცია კი ხვალ, ქუთაისში არის დაგეგმილი.