199
„ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით გაცილებით მნიშვნელოვანი და საჭიროა უკვე არსებული რეგულაციებისა და შეზღუდვების დაცვა.
„ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა ამის ასრულება რაც უკვე დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება,“- განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა რეგულაციები ტრანსპორტის მოძრაობაზე.