ნიკა გვარამია – სასამართლოც და საპატრიარქოც იქცევა იდენტურად და ამ მოქცევას ჰქვია – ანტიჰუმანურობა 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

ნიკა გვარამია საპატრიარქოსა და სასამართლოს დამოკიდებულებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოავლინეს ანტიჰუმანურს უწოდებს. ​

მისი თქმით, საპატრიარქოს შეუძლია შეწყალების კომისიის გევრდის ავლით შეიტანოს სააკაშვილის სწყალებაზე პრეზიდენტთან განცხადება, ხოლო სასამართლომ ფორმალურობის გზა არჩია.

“ამ ხელისუფლების პირობებში, ყოველგვარი მიმართვების და განსჯების, ასევე შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც, საპატრიარქოს შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე. ბევრია ასეთი, მაგალითად ირაკლი ბათიაშვილის საქმე… სამშობლოს ღალატითვის იხდიდა იგი სასჯელს. მიუხედავად ამისა, საპატრიარქომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. დღეს ორმა ინსტანციამ გვითხრა უარი სააკაშვილის საქმის განხილვაზე. ერთია საპატრიარქო, რომელმაც თქვა, რომ შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთ. ეტყობა სამშობლოს ღალატი არ არის მძიმე დანაშაული, ასევე საპატრიარქოსგან ბევრი სხვა მძიმე დანაშაული შესულა პრეზიდენტთან, მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ამის სტატისტიკა არსებობს. მეორე – სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ სააკაშვილის ჯანმართელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აღსრულების გამოცემა, მაგრამ ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან… სასამართლომ მისდია ფორმალიზმს და მშრალ განსჯას. ყოველი საათი არის ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი. სასამართლოც და საპატრიარქოც იქცევა იდენტურად და ამ მოქცევას ჰქვია – ანტიჰუმანურობა” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მან დღესვე საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრა მოითხოვა.

“ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია, თუმცა ჩვენთვის ამ პოზიციას არ გამოხატავს საპატრიარქოს არც ერთი სპიკერი. მე, ნიკა გვარამია ვითხოვ პატრიარქთან პირადად შეხვედრას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე” – განაცხადა გვარამიამ.

You may also like

Leave a Comment