190
“სააკაშვილი არ არის კარგ ფორმაში. მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია. მეხსიერების პრობლემები, ალბათ, სერიოზული სიმპტომია. ამაზე უკვე ექიმები ისაუბრობენ” – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სერიოზული საფრთხეში აგდებს.
“პირდაპირ ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს ის ვერ აცნობიერებს, რა მდგომარეობაში აგდებს საკუთარ თავს და ქვეყანას. ის საფრთხეს უქმნის სამოქალაქო წესრიგს. ვიმედოვნებთ, რომ ეს სიტუაცია იქნება მყისიერად ამოწურული და საქართველოს ავარიდებთ სერიოზულ საფრთხეს” – განაცხადა გვარამიამ.