ნიკა გვარამია – ვითხოვ პატრიარქთან პირადად შეხვედრას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია, თუმცა ჩვენთვის ამ პოზიციას არ გამოხატავს საპატრიარქოს არც ერთი სპიკერი” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს.

ის პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, რათა სიტუაციაში პირადად გაარკვიოს.

“მე, ნიკა გვარამია ვითხოვ პატრიარქთან პირადად შეხვედრას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. მინდა მისი ინფორმირება პირადად და მინდა, მოვისმინო მისი პოზიცია პირადად, ყოველგვარი შუამავლების, სპიკერების და ამბიონიდან მოქადაგე პირების გარეშე. არ მივიჩნევთ, რომ ისინი ადეკვატურად და კეთილსინდისიერად გამოხატავენ პატრიარქის პოზიციას. ეს არის თხოვნა პატრიარქისადმი. ჩვენი ურთიერთობები, წლების განმავლობაში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მე და ის პირადად შეხვდეთ სანდო ვითარებაში, მისთვის მისაღებ ადგილას და პირობებით” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

You may also like

Leave a Comment