139
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 206 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 615 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 423, კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 192PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 738 171 -მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 648 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 678 288 შეადგინა.
უკანასკნელ დღე-ღამეში კოვიდით დაინფიცირებული 53 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 238 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 469 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა 1 990 501 აცრა.