ღარიბაშვილი – “ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული, დიპლომატიური მისია” 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული, დიპლომატიური მისია”  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ეს გზა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

“სიმბოლურია, რომ დიპლომატიის პროფესიულ დღეს, დიდი ქართველი  საზოგადო მოღვაწის სულხან-საბას დაბადების დღეს აღვნიშნავთ. მოგეხსენებათ კარგად რომ დიპლომატია ყოველთვის იყო პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მაგრამ სწორედ სულხან საბას სახელს უკავშირდება თანამედროვე დიპლომატიის განვითარება საქართველოში.  ასევე ჩვენს საგარეო პოლიტიკაში იმ ფასეულობების დამკვიდრება, რაც დღესაც წარმართავს ჩვენს ძალისხმევას საერთაშორისო არენაზე.  თავის დროზე დიდი სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ბედსა და ცივილიზაციურ არჩევანს, ევროპულ ერთა ოჯახში ინტეგრაციის გაღრმავებას ემსახურებოდა. ისტორიული პროცესების გამო, ამ მიზნისკენ სრულფასოვნად სვლა მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განახლდა, მოგეხსენებათ  და  ბოლო ათწლეულში კი ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული, დიპლომატიური მისია, რამაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

You may also like

Leave a Comment