ამერიკული კომპანია Pfizer-ის მიერ შემუშავებული Covid-ის სამკურნალო ექსპერიმენტული პრეპარატი 89%-ით ამცირებს დაუცველ მოზრდილებში ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს. ფაიზერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკურმა კვლევებმა სწორედ ეს შედეგი აჩვენეს. კომპანიის განცხადებითვე, მათ დაგეგმილზე ადრე შეწყიტეს ცდები, რადგან თავდაპირველი შედეგები მოსალოდნელზე დადებითი იყო.
ფაიზერის მიერ შექმნილი პრეპარატი – პაქსლოვიდი, განკუთვნილია ვირუსის საწყის ეტაპზე, სიმპტომების გამოვლენისთანავე, რისკის მქონე ადამიანებისთვის, რათა მათ არ გაურთულდეთ დაავადება. წამალი იმ ფერმენტს ბლოკავს, რომელიც ვირუსს სჭირდება გამრავლებისთვის.
კომპანიის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას თქმით, მედიკამენტით მკურნალობა 10 შემთხვევიდან 9-ს დაიცავს გართულებებისგან და შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციისგან.
კომპანია “ფაიზერი” აპირებს შუალედური კვლევის შედგების აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში გაგზავნას, რათა პრეპარატი ოფიციალურად დამტკიცდეს.
ცნობისთვის, გუშინ დიდმა ბრიტანეთმა ასევე ოფიციალურად დაამტკიცა კოვიდის სამკურნალო მედიკამენტი