5 340 ახალი შემთხვევა, 3 631 გამოჯანმრთელებული, 62 გარდაცვლილი, 4 063 აცრილი – 5 ნოემბერის კოვიდსტატისტიკა

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 340 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 301  კვლევა ტესტით, მათ შორის 32 544, კვლევა ანტიგენის ტესტით და  22 757 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 743 511 -მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 631 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 681 919 შეადგინა.

უკანასკნელ დღე-ღამეში კოვიდით დაინფიცირებული 62  პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 300 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით  4 063 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა 1 995 150 აცრა.

You may also like

Leave a Comment