ნიკა მელია: ხელებს იფშვნეტენ, როდის მოკვდება და მოკლავენ სააკაშვილს 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“ხელისუფლებაში არიან ჩვეულებრივი მკვლელები, ხელებს იფშვნეტენ, როდის მოკვდება და მოკლავენ სააკაშვილს” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში არიან არაკაცები, რადგან ისინი მოშიმსილე ადამიანს დასცინიან.

“ერთადერთი ვინც ანთხევს ბოღმას და ზიზღს ეს არის ხელისუფლება, არაკაცების ხელისუფლება, დიახ არაკაცებისაა ხელისუფლება, როდესაც 35 დღის განმავლობაში 35 დღის მოშიმშილე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს დასცინიან. არაკაცობაა, როდესაც შენ შეგიძლია შეჯიბრი გამართო ხელისუფლებაში ვინ უფრო მწვავედ გააკრიტიკებს და დასცინებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, მის ქვემოთ ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე და სხვები არიან ჩვეულებრივი მკვლელები, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, როდის მოკვდება და მოკლავენ მიხეილ სააკაშვილს” – განაცხადა მელიამ.

You may also like

Leave a Comment