211
მარტვილში, სახლინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ, დაპირისპირება მოხდა. მრევლი მეუფე სტეფანის გადადგომას ითხოვს.
ბერ-მონაზვნებისა და მრევლის ნაწილი ტაძარში შესვლას ითხოვს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
გუშინ, სამართალდამცველების დახმარებით სალხინოს მამათა მონასტრიდან განკვეთილ სასულიერო პირებს კელიები დაატოვებინეს. 15-მდე სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ დაუმორჩილებლობის გამო განკვეთა.