ნიკა მელია: ორშაბათს, საღამოს 8 საათზე, მთელი საქართველო ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

ორშაბათს, 8 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, მთელი საქართველო ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. -ამის შესახებ ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას აძლევენ 24 საათიან ვადას, რათა მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანილი იქნეს სამოქალაქო საავადმყოფოში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასთაბიან, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

“ამ წუთიდან 24 საათი აქვს ვადა ბიძინა ივანიშვილს, სხვადასხვა წყაროთი შეგვატყობინოს, რომ მათ მიიღეს მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება. თუ ამას არ გააკეთებენ, აქ ვინც ვართ და 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო, თავისუფლების მოედანზე ორშაბათს. დანარჩენი, თუ რას ვაპირებთ და რა არის მოთხოვნა, თავისუფლების მოედანზე 8 საათზე გაცნობებთ” – განაცხადა მელიამ.

You may also like

Leave a Comment