194
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციისთვის მზადება დილიდან მიმდინარეობს, ხმაურია.
დაპირისპირება აქციის ორგანიზატორებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს სცენის აწყობის საშუალება არ მისცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ სადაც სცენის აწყობა სურდათ, ეს ადგილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი და გადაეტანათ სხვა ალტერნატიულ ადგილზე, რაზეც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი არ დათანხმდა.