„შუა დერეფნის“ ქვეყნების შეხვედრაზე, მაგიდის ერთ ბოლოში თუ ზის პეკინის წარმომადგენელი, მეორე ბოლოში აუცილებლად უნდა იჯდეს თბილისის –  ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის, მით უმეტეს – მოსკოვი!”

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“სატრანსპორტო  დერეფანში ტვირთების გენერირებას ახდენს პეკინი, ხოლო ტვირთების გადაცემას ევროპის კავშირში უზრუნველყოფს თბილისი.  როცა იმართება „შუა დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა ნებისმიერი დონის შეხვედრა, მაგიდის ერთ ბოლოში თუ ზის პეკინის წარმომადგენელი, მეორე ბოლოში აუცილებლად უნდა იჯდეს თბილისის წარმომადგენელი” – ამის შესახებ პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის ხელმძღვანელი დათო გოჩავა სოციალურ ქსელში წერს.

​მისი თქმით, აღნიშნული არის მოცემულობა და როგორც არ უნდა ეცადონ შუა აზიაში, აზერბაიჯანში, ან თურქეთში, მით უმეტეს კი რუსეთში, მას ვერ შეცვლიან.

​სატრანსპორტო დერეფანი, რომლის მდგენელს წარმოადგენს „შუა დერეფანი“, აღმოსავლეთში იწყება ჩინეთში, ყვითელი ზღვის (ანუ წყნარი ოკეანის) სანაპიროზე, განლაგებული ლიანიუნჰანის საზღვაო პორტში და დასავლეთში სრულდება შავი ზღვის სანაპიროზე განლაგებული საქართველოს საზღვაო პორტებში. რამდენიც არ უნდა ილაპარკონ, იმსჯელონ, იაქტიურონ და ა.შ. ასტანაში, დუშანბეში, აშხაბადში, ტაშკენტში, ბიშკეკში, ბაქოსა და ანკარაში, ფაქტი ერთია: აღნიშნულ დერეფანში ტვირთების გენერირებას ახდენს პეკინი, ხოლო ტვირთების გადაცემას ევროპის კავშირში უზრუნველყოფს თბილისი. როცა იმართება „შუა დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა ნებისმიერი დონის შეხვედრა, მაგიდის ერთ ბოლოში თუ ზის პეკინის წარმომადგენელი, მეორე ბოლოში აუცილებლად უნდა იჯდეს თბილისის წარმომადგენელი. რამდენიც არ უნდა ეცადონ ზემოთ ჩამოთვლილი დედაქალაქების წარმომადგენლები სიტუაციის შეცვლას, ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის, მით უმეტეს – მოსკოვი!” – წერია დათო გოჩავას მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში.

You may also like

Leave a Comment