გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ევროპის მასშტაბით- ირაკლი ღარიბაშვლი

by ვაჩე ხრიკული
0 comment

„წელს გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, მთელს რეგიონში კი არა არამედ ევროპის მასშტაბით.” – ამის შესახებ  პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ზრდა შემდეგი წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ისტორიულ გაზრდას გამოიწვევს.

“ჩვენი პროგნოზის მიხედვით, წლის ბოლომდე გვექნება მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 65 მილიარდს შეადგენს და ეს არის ისტორიული მაქსიმუმი, ასევე პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იქნება ისტორიული მაქსიმუმი და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი გადაანგარიშებით გადაცდება დაახლოებით 5 500 დოლარს. ეს ნიშნავს, რომ მეტი სახსრები გაგვიჩნდება, ბიუჯეტში მეტი შემოსავალი იქნება, მეტ პროექტებს დავაფინანსებთ და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება მეტი სამუშაო ადგილების შექმნა.”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

You may also like

Leave a Comment