151
გლდანის ციხის საავადმყოფოში, სადაც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, სამედიცინო ინვენტარი, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს.
ასევე, გლდანის ციხეში ცოტა ხნის წინ წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო ავტომობილი შეიყვანეს. ადგილზე მობილიზებულნი არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, სპეციალური დანიშნულების რაზმი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ადგილზე ასევე ბევრი რაოდენობის პოლიციელია.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით იქნა მიღებული.