189
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პირველი დეკემბრიდან ე.წ. “მწვანე პასპორტი” ამოქმედდება. გარკვეულ ობიექტებში მოქალაქეებს შესვლა მხოლოდ მისი წარდგენის შემთხვევაში შეეძლებათ.
“მწვანე პასპორტის” მიღება შეუძლია მოქალაქეს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია; გადატანილი აქვს კორონავირუსი; გაკეთებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24 საათიანი ანტიგენ ტესტი.
“მწვანე პასპორტის” მიღება შუძლიათ 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებს და ტურისტებს. დეკემბრიდან მხოლოდ მისი საშუალებით დაიშვებიან სტუმრები საკვები ობიექტების ღია და გარე სივრცეში, გასართობცენტრში, კინოთეატრსა და ოპერაში, ფიტნესცენტრში, სათამაშო ბიზნესის ობიექტსა და სასტუმროებში.
მაღაზიებში და ტრანსპორტში ამ სისტემის ამოქმედება ჯერჯერობით არ იგეგმება.