“ასეთი უპასუხისმგებლო რამ, მგონი, ამ ქვეყანაში არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია.” – ასე აფასებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური ხელისუფლების მიერ მიხელ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყანას.
მისი თქმით, ქმედება არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ემსახურება სიტუაციის არევას. გიგაურის განმარტებით, ხელისუფლების სურვილია, ადამიანები ისე გაბრაზდნენ, რომ აგრესიულ ქმედებებზე გადავიდნენ.
მესამე პრეზიდენტის ასეთი სახით გადაყვანა/გატაცებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არის პროვოკაცია, რომლის უკან დარწმუნებული ვარ ქართული ოცნების ლიდერები, მათ შორის, პრემიერმინისტრიც დგას. ამ გადაწყვეტილების მიზანი სიტუაციის არევა და ესკალაციაა. უნდათ, რომ ადამიანები ისე გაბრაზდნენ, რომ აგრესიულ ქმედებებზე გადავიდნენ. ასეთი უპასუხისმგებლო რამ, მგონი, ამ ქვეყანაში არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. გამოცდა მოუწყვეს ადამიანების ნერვებს და მთელ ქვეყანას. ასეთი ბოროტება როგორ უნდა გაუკეთო საქართველოს მე არ ვიცი” – წერს ეკა გიგაური სოციალურ ქსელში.