180
პარლამენტის შენობაში მოშიმშილე “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, შეუძლოდ გახდა. მან გონება დაკარგა, რის გამოც შენობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის განცხადებით, ხოშტარიამ გადასხმასა და ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. ექიმის განმარტებითვე, უმჯობესია, თუკი პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანა მოხდება.
“მონაცემები ნორმის ფარგლებშია. მედიკამენტურ დახმარებაზე უარი განაცხადა. გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა ჩვენს მოსვლამდე. რახან გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, გადავიდეს სტაციონარში. შეიძლება, გამეორებაც მოხდეს” – თქვა ექიმმა.
ელენე ხოშტარია მე-6 დღეა, პარლამენტში შიმშილობს. ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანას ითხოვს.