”ჩემი თხოვნაა, ვიცოდე, სად არის ჩემი შვილი. ასევე, ჩემი თხოვნაა, მასთან დაუშვან მისი პირადი ექიმი და სახალხო დამცველი” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მან დღევანდელი დღის ის მოვლენები გაიხსენა, რომელიც რუსთავის ციხეში ხდებოდა. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისულ მას და მიხეილ სააკაშვილის შვილს, პატიმართან შესვლას გაურკვეველი მიზეზებით უვადებდნენ და არ ეუბნებოდნენ, რომ მისი სადმე გადაყვანა იგეგმებოდა. ალასანიას თქმითვე, მან დაინახა ბრონირებული მანქანები და ვერტმფრენი და თავად მიხვდა, რომ მისი შვილი ციხიდან გადაჰყავდათ.
ალასანიას განცხადებით, დღეს საქართველოში ისეთი მძიმე მდგომარეობა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რომ აბსოლუტურად ყველა საფრთხის ქვეშაა.
“არაფრისგან არ ვართ დაზღვეული, რომ რაღაც პროვოკაციები მოეწყოს. ჩემს შვილს რა თქმა უნდა ემუქრება საფრთხე, მაგრამ ასეთ პირობებში საფრთხე ემუქრება ყველას, ყველას გვემუქრება საფრთხე, როცა ადამიანის უფლებების ასეთი ხშირი დარღვევაა. არც ერთი ადამიანის უფლება არაა დაცული” – განაცხადა ალასანიამ.