მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

by ვაჩე ხრიკული
0 comment

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას  პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

“ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით”,- ნათქვამია დაწესებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გადაყვანამდე მოხდა ციხის საავადმყოფოს შემოწმება. უწყების ცნობით,  დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების საჭირო სტანდარტებს. თავად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უახლოეს პერიოდში მივა ადგილზე და შეისწავლის პატიმარი სააკაშვილის სამკურნალო პირობებს.

ექსპრეზიდენტი 39-ე დღეა შიმშილობს.

You may also like

Leave a Comment