ნიკა გვარამია – გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად და ახლა მიზეზს ამზადებენ, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან” – ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. ის აღნიშნულით იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ცოტა ხნის აღნიშნა, რომ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

​ნიკა გვარამია ხელისუფლებისგან ვიდეომტკიცებულებას ითხოვს ამ ეჭვის გასაქარწყლებლად და იმაში დასადასტურებლად, რომ სააკაშვილი ნამდვილად გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება.

​ამ წუთებში, იმედის ეთერში, იუსტიციის ფარჩაკი მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეთვრამეტე დაწესებულების პერსონალს.

ღიად ვაცხადებ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად და ახლა მიზეზს ამზადებენ, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან.

ამ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რო ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის ცნობილ არც ერთ ადამიანს თუ თანამდებობის პირს არ უნახავს პირადად.

ჩვენი ეჭვების გასაფანტად, ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის და მისი ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი ვიდეოების დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას.” – წერს ნიკა გვარამია.

You may also like

Leave a Comment