ნიკა მელია – ხელისუფლებას წარმოუდგენელი სიძულვილით აღსავსე, არაადამიანური ვნებით სურს გვაყურებინოს სააკაშვილის მკვლელობას

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“ხელისუფლებამ ჯერ მიიტაცა არჩევნები, ჯერ მიიტაცა სახელმწიფო და ახლა წარმოუდგენელი სიძულვილით აღსავსე, არაადამიანური ვნებით სურს გვაყურებინოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობს, რათა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციას შეცდომა დააშვებინოს.

“ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა ზღვარი, ყველა წითელი ხაზი, მორალური, ზნეობრივი, აქ პოლიტიკაზე საუბარი აღარ არის. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. ეს არის რეჟიმი, ბანდიტებით დაკომპლექტებული, რომლთაც არაფრად არ მიაჩნიათ კანონი და არანაირი კონსტიტუცია. როცა უნდათ ადამიანს იტაცებენ, სადაც უნდათ იქ ათავსებენ დ აბუჩად გვიგდებენ. მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებენ, თავიანთი ჭკუით, ეშმაკურად და ბოროტულად. ცდილობენ ისედაც გაღიზიანებული ხალხს, რომელთა ემოცია სულ უფრო და უფრო მატულობს, აი ამ ხალხს დაგვაშვებინონ დიდი შეცდომა და მოგვიწყონ პროვოკაცია. ამას ემსახურებოდა აქციის დაწყებამდე ორი საათით ადრე იმ ყველაფრის ჩადენა, რაც ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში” – განაცხადა მელიამ.

​მან ასევე დიდი და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობის დაწყებაც დაანონსა.

“დღეიდან იწყება, ფართო ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა. არაფერია იმაზე დიდი ძალის მატარებელი, ვიდრე ხალხმრავალი, ერთიანი, მტკიცე და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა. ეს საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და ეს საპროტესტო მოძრაობა არ დასრულდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული მიტაცებული არჩევნები” – აღნიშნა მელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ პარალელები საქართველოს ისტორიასთან გაავლო და დღევანდელი ვითარება შეადარა ორი დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის – ილია ჭავჭავაძისა და ზვიად გამსახურდიას მკვლელობებს.

​დღეს დიდი ილიას, დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. სწორედ ივანიშვილების, კალაძის კობახიძის წინამორბედებმა მოკლეს ეს დიდი ქართველი. ჯერ ჭორებს უვრცელებდნენ, სახელს უტეხდნენ და შემდეგ მოკლეს ილია. ამის შემდეგ ჩვენ 70 წელი დამოუკიდებლობა დავკარგეთ. ეს სიველურე დაგვიჯდა 70 წლდა დამოუკიდებლობის გარეშე. ჩვენს ეპოქაში ზვიად გამსახურდიას ტრაგედიას შემდეგ, ის სიველურე რაც ჩაიდინეს მის მიმართ. დაგვიჯდა არაერთ სამოქალაქო ომად, შიმშილობად, დევნილობაში ყოფნად უამრავ ადამიანს. დღეს კი კვლავ აქვთ სურვილი და გეგმა ჩვენს მტერს ქვეყნის შიგნით და ჩვენს ტრადიციულ მტერს რომ ქვეყანა გახდეს, დიახ, ქვეყანა, ყველა უკლებლივ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა გახდეს თანამონაწილე სიძულვილის, დაპირისპირების მორევში გადაჩეხვისა” – განაცხადა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.

You may also like

Leave a Comment